საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ირაკლი სალიას სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ირაკლი სალიას 2018 წლის 27 ივლისის განცხადების (N14234/27) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ,, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ირაკლი სალიას სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 15 აგვისტო , 14:00 საათი,  VIII კორპუსი, 232-ე აუდიტორია.

2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ გამყრელიძე - აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) რუსუდან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი
გ) თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი
დ) ეთერ სოსელია - ასოცირებული პროფესორი
ე) მარინა ივანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
ვ) ივანე ლეჟავა - ფილოლოგიის დოქტორი
ზ) ქეთევან მირზიკაშვილი -  კომისიის მდივანი

3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.